გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

Eco-taxi by Parki ar minda

„ეკო ტაქსი“ – ეს არის ნარჩენების შეგროვების სერვისი სახლებიდან და სამუშაო სივრცეებიდან; და მისი მიზანია ნარჩენების რაოდენობის შემცირება ნაგავსაყრელებზე. „ეკო ტაქსი“ შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია „პარკი არ მინდას“ მიერ გაზაფხულის კარანტინის დროს, როგორც დახურული შემგროვებელი პუნქტების კომპენსაცია. 6 თვის განმავლობაში 78 კლიენტი სარგებლობდა სერვისით. აქედან 25 მუდმივ კლიენტად იქცა. ამ პერიოდში შეგროვდა 5 ტონაზე მეტი ნარჩენი. LLC Polyvim-თან თანამშრომლობის წყალობით საგრძნობლად გაიზარდა იმ პლასტმასას პროდუქტების სპექტრი, რომლების შეგროვებაც „ეკო ტაქსის“ შეუძლია. ჩვენი გეგმა მომავალი ორი წლის განმავლობაში მოიცავს საკუთარი ავტომობილის შეძენას და სერვისცენტრის შექმნას, რაც საშუალებას მოგვცემს, დავახარისხოთ, დავასაწყობოთ და ჩავიბაროთ ნარჩენები იმ ადამიანებისაგან, რომლებსაც არ გააჩნიათ საკმარისი სახსრები „ეკო ტაქსით“ სარგებლობისათვის. ასევე ვგეგმავთ, ვიმუშაოთ კორპორატიულ სექტორზე და მივცეთ ბიძგი ბიზნესებს, სწორად მოეპყრონ ნარჩენებს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება