საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

Bihub.ge - ბი აი ჰაბი

Bihub.ge არის Open Data პრინციპზე დაფუძნებული პირველი ქართული ბიზნეს და საჯარო მონაცემების ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც შექმნილია მსოფლიო ლიდერი ანალიტიკური სისტემის Qlik BI-ის ბაზაზე, რაც დიდი მოცულობის და მრავალფეროვანი მონაცემების ერთ სივრცეში თავმოყრასა და მარტივ ანალიტიკას გულისხმობს. Bihub.ge გამოირჩევა მრავალფეროვანი ფუნქციონალით, რომლის დიდი ნაწილიც უპრეცედენტოა სხვა პლატფორმებთან შედარებით: მარტივად ხელმისაწვდომი მონაცემები - მრავალფეროვანი და დიდი მოცულობის მონაცემების ერთ სივრცეში გაერთიანება; Actinable Data - მრავალფეორვანი მონაცემების მარტივი შეკავშირება, რაც აადვილებს საინტერესო მიგნებების(insights) აღმოჩენას; Live ანალიტიკა - ინფორმაციის სწრაფი და ოპერატიული დამუშავება მრავალი წყაროდან შეგროვებული მონაცემების ავტომატური განახლებით; ინტერაქტიული და ინტუიტიური ინტერფესი - სისტემა დაფუძნებულია თვითმომსახურების (Self Service) პრინციპზე და ინფორმაციის მოძიებისათვის სტატიკური რეპორტების ნაცვლად გამოიყენება დინამიური და ინტერაქტიული დეშბორდები, რაც მომხმარებელს ნებისმიერ კითხვაზე პასუხის სწრაფად და დამოუკიდებლად მიღებაში ეხმარება; Lead with Data - მონაცემების დემოკრატიზაცია - პლატფორმით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი კვალიფიკაციისა და მონაცემებთან მუშაოების გამოცდილების მქონე თანამშრომელს, ანალიტიკოსს, მენეჯერს თუ უბრალოდ ცნობისმოყვარე ადამიანს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება