საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

2 ტონა

ჩვენი კომპანია საქართველოში კრაფტ ლუდის წარმოების ამაყი პიონერია. ჩვენ ლუდის სამყაროს ვქმნით, სადაც ლუდის ხარშვა ხელოვნებაა, ხოლო ლუდი კი - შედევრი.„2 ტონა“ კრაფტ ლუდის პირველი სამხარშაო-რესტორანია თბილისში. აქ მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ კრაფტ ლუდის ხარშვის პროცესებს, დააგემოვნონ სხვადასხვა სახეობის ლუდი და, რაც მთავარია, სწორედ შერჩეულ კერძებთან ერთად შეიგრძნონ საკვებისა და ლუდის იდეალური სინთეზი. ჩვენი მიზანია გავხადოთ ადამიანები ისეთივე აღტაცებულები კრაფტ ლუდით, როგორც ჩვენ ვართ. .კრაფტ ლუდი არის მთლიანად არომატი, საინტერესო ლუდი ,რომელსაც ხალხი აგემოვნებს და მთელი გულით იყვარებს. ლუდსახარშ-რესტორანი „2 ტონა“ 2017 წელს დაარსდა, სწორედ მაშინ, როდესაც ქართულ ბაზარზე ამის მოთხოვნა გაჩნდა. იგი დედაქალაქის გარე უბანში, ვარკეთილის ტერიტორიაზე მდებარეობს. ადგილმდებარეობა ბიზნეს კონცეფციიდან გამომდინარე სტრატეგიულად და მიზან-მიმართულად იქნა შერჩეული. პროექტის წარმატებულობიდან გამომდინარე, 2019 წელს კომპანიამ გლდანი-მუხიანის ტერიტორიაზე კიდევ ერთი „2 ტონა“ დაარსა, შედარებით დიდი მოცულობის ლუდსახარში დანადგარებით. სტრატეგიულმა მარკეტინგმა, უშვალო კომუნიკაციამ და მომხმარებელზე ორიენტირებულმა კომპანიამ მალევე მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და გახდა სანდო, უსაფრთხო და ხარისხზე ორიენტირებულო კრაფტ ლუდსახარში და სამზარეულო. სამომავლოდ კომპანიას სტრატეგიული და მიზან მიმართული გათვლები აქვს ცენტრალურ უბნებსა და დედაქალაქის გარეთ ახალი ბრენჩების დაარსებისა. ვთვლით, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ყოველი ახალი ბიზნეს წერტილი, როგორც ბიზნესის კუთხით წარმატებული უნდა იყოს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება