საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

ლოგიკმეტრი

გზა წარმატებისკენ ახალი გამოწვევების მიღებით იწყება. მომავალი თაობისთვის ჯანმრთელობის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობაა. ლოგიკმეტრი 6 წელია მომავალი თაობების სწავლების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და აღზრდაზე აქტიურად ზრუნავს. პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლება მოზარდებისთვის ერთადერთი გამოსავალი აღმოჩნდა. "ონლაინ" სწავლების 6 წლიანმა პრაქტიკამ, საშუალება მოგვცა ჩვენი მოსწავლეებისთვის უმოკლეს დროში, მაქსიმალურად ეფექტური სასწავლო მოდელი შეგვეთავაზებინა. მოზარდებს საშუალება მიეცათ უწყვეტ რეჟიმში ემუშავათ ძირითად - მათემატიკისა და წიგნიერების უნარებზე. ლოგიკმეტრის გუნდს ორი კვირა დასჭირდა სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასაწყობად: • ლოგიკმეტრის ინოვაციურ სასწავლო პლატფორმასთან ერთად (Logicmeter.com , სადაც მილიონზე მეტი ტესტი, ამოცანა და სავარჯიშოა განთავსებული) დავიწყეთ ონლაინ ჩართვებისთვის სხვა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენება; • მოცემულობებისა და ამოცანების ვერბალურ ახსნებთან ერთად მოზარდებს წერილობითი ინსტრუქციები მოვუმზადეთ. • ჯგუფური, საკლასო აქტივობები ოჯახურ აქტივობებს მოვარგეთ და გავხადეთ მაქსიმალურად სახალისო და ინტერაქციული. • წამოვიწყეთ ახალი კამპანია #არშეწყვიტოსწავლა გააგრძელე განვითარება. გვჯერა რომ ჩვენი ახალგაზრდა ინოვატური პედაგოგების გუნდის დახმარებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სრული გამოყენებით, ჩვენი დისტანციური კურსი კონკურენციას საკლასო ოთახებში სწავლებას გაუწევს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება