საუკეთესო სტარტაპი

22-ე ოთახი 22ND ROOM

ჩვენი როგორც სტარტაპის იდეა წარმოქმნა. 18 წლის ასაკში, როდესაც პირველად დავსაქმდი პირადი მონდომებით საკუთარ პროფესიაში. სწორად განვითარების გზა რთულია ახალგაზრდისთვის, ვინაიდან ვეჯახებით თითოეულ საპროექტოში ბიუროკრატებს, რომლებიც გვიხდიან ან კარგ ხელფასს და პროექტის კონცეფციაზე არ გვამუშავებენ, რაც აფერხებს შემოქმედებით განვითარებას, ან კიდევ გვიხდიან მიზერულ ხელფასს და გარკვეულ გასაქანს გვაძლვენე, კონცეპტუალურ თავისუფლებაში. ასე გავიდა 5 წელი მქონდა ხელფასი და კონცეპტუალურ თავისუფლებას ვეძიებდი საერთაშორისო კონკურსებში, სადაც 8 კონკურსიდან 7 ჯერ მოვახერხე, გამარჯვება ან ფინალი. აქედან 2 ჯერ მივიღე სერთიფიკატი American institut of architect AIA -ს ასოციაციიდან. პროფესიული განვითარებისთვის, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო წრეში, წარმომისახა 2 გზა. 1. საქართველოში უნდა შევქმნა საკუთარი პროგრესისკენ მიმართული გუნდი და დიდი შრომით შევძლო ჯერ საქართველოს ბაზარზე განვითარება, რაც პირად გამოცდილებას მომცემს. 2. წავიდე უცხოეთში და მივიღო შესაბამისი გამოცდილება. ჯერჯერობით 23 წლის ვარ და მაქსიმალურად ვცდილობ არ დავტოვო ქვეყანა და აქ ჩვენ ბაზარზე განვითარდე. წელს დავიწყეთ ოფიციალურად საქმიანობა, პროექტები აღებული გვაქვს მხოლოდ გრაფიკული დიზაინის, რენდერების და შენობის მაკეტების სახით. შემოვიტანეთ ისეთი ტექნოლოგიები როგორიც არის 3დ პრინტერები, დავასაქმე ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება