გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

HR hub

HR hub ყოველთვის ცდილობს იყოს სოციალურად აქტიური და დაეხმაროს ადამიანებს დასაქმებაში და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდაში. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ახალი კრონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ძალიან ბევრი ობიექტი დაიხურა. შესაბამისად, უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა. მათ შორის მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც ეკონომიკურად შეჭირვებულები არიან და თავის რჩენა არ შეუძლიათ. HR hub-მა გადაწყვიტა ამ ადამიანებს დახმარებოდა თუნდაც დროებითი სამსახურის მოძიებაში. შევქმენით სააპლიკაციო ფორმა, სადაც ყველა მსურველს რომელიც სამსახურის გარეშე დარჩა და სასწრაფოდ სურდა დასაქმება, შეეძლოთ დარეგისტრირება. ჩვენ ამ ბაზას ვახარისხებდით და ვაწვდიდით შესაბამისი კომპანიების HR მენეჯერებს. მაქსიმალურად შევეცადეთ დავხმარებოდით ასეთ ადამიანებს და განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც სამუშაო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს პროექტი ახლაც გრძელდება და სამწუხაროდ სიაში უკვე ძალიან ბევრი ადამიანია.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება