საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

პროლესკი ჯორჯიას კლუბი

ჩვენ წარმოვადგენთ სათხილამურო/სნოუბორდის კლუბს, რომელიც აღჭურვილია სრიალის შემსწავლელი სიმულატორებით. - ეს არის უსასრულო მთის ფერდობი დახურულ სივრცეში - სრიალისას მიღებული ეფექტი, რეალურ პირობებში მიღებული დატვირთვისა და შეგრძნებების იდენტურია - ჩვენთან შესაძლებელია წლის ნებისმიერ დროს, რამდენიმე დღეში შეისწავლო ან/და დახვეწო სრიალი არ გვყავს კონკურენტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაშიც კი. 2020 წლის მიღწევები (ჩვენი ფუნქციონირების 5 თვის თავზე და პანდემიის გათვალისწინებით) მდებარეობს შემდეგში: - აბსოლუტურად კმაყოფილი მომხმარებლები - საქართველოს სათხილამურო ფედერაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი (საქართველოს ნაკრების გადასამზადებლად) - ბაკურიანის მთის კლუბების ასოციაციასთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობისმემორანდუმი. ჩვენმა პროდუქტმა/მომსახურებამ ცნობადობა მოიპოვა "word of mouth"-ის პრინციპით და სოციალური ქსელებით. რაც შეეხება სანდოობას, ჩვენ ძალიან მოკლე პერიოდში დავუდეთ მომხმარებელს შედეგები, შესაბამისად კმაყოფილი კლიენტი = კიდევ უფრო მეტ კლიენტს. ჩვენი მომდევნო გეგმა მდებარეობს შემდეგში, ვინაიდან დიდი მოთხოვნა წამოვიდა მომხმარებლებისგან: - ვაპირებთ თანამშრომლობის დაწყებას სხვადასხვა საგანმანათლებო დაწესებულებებთან - პროლესკი ჯორჯიას სპორტ სკოლის გახსნას საქართველოსა და ავსტრიაში (ამ ეტაპზე ვაგროვებთ ინფორმაციას ჩვენი მომხმარებლების პრეფერენციების შესახებ, რომ მაქსიმალურად მოვარგოთ მათ ჩვენი შეთავაზებები) - ვგეგმავთ გაფართოებას - თანამშრომლობა სამთო - სამაშველო და ძალოვან სტრუქტურებთან


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება