საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

JIMSHER

2020 წელს საქართველოში აშენდა პირველი ვისკის ქარხანა რომელიც აღჭურვილია ვისკის წარმოებისათვის ულტრათანამედროვე დანადგარებით. ამ ეტაპზე ვისკის ექსპორტზე გადის : ამერიკის , ჩინეთის, გერმანიის , პოლონეთის , უკრაინის, ყაზახეთის, ტაივანისა და ბელორუსიის ბაზრებზე. 2022 წლისთვის მიზანი გვაქვს მოვიცვათ მინიმუმ 20 ქვეყანა, როგორც ევროპულ, ისევე აზიურ ბაზარზე. ჩვენი მიღწევები, რითიც ვამაყობთ არის:დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, საფერავის კასრში დავარგებულმა ვისკიმ ჯიმშერი ოქროს მედალი მოიპოვა; კონკურსში “Global Travel Retail Spirits Masters 2017” ბრინჯაოს მედალი; საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კონკურსი 2018 ვერცხლის მედლები. წინანდალისა და ქართული ბრენდის კასრში დავარგებულმა ვისკიმ რამდენიმე ვერცხლის მედალი მიიღო 2018 წლის ვისკის საერთაშორისო კონკურსზე, ჯიმშერი გახდა საუკეთესო სამეულის წევრი ნომინაციაში "საუკეთესო მსოფლიო ვისკი“. ასევე, შვეიცარიის ეროვნული რეიტინგის მიხედვით, ჯიმშერმა მოიპოვა ჯილდო კატეგორიაში "წლის ლიდერი".


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება