საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

თორელი

თორელი გახლავთ საფილო ჯგუფის ახალი ბრენდი საქართველოში, რომლის პრეზენტაციაც შედგა 2018 წელს. ბრენდი დღეს უკვე 4 ფილაილით არის წარმოდგენილი თბილისში. თორელი გახლავთ ყველა იმ ბრენდის ოფიციალური წამომადგენელი საქართველოში რომლის პროდუქციის შეძენაც შესაძლებელია ჩვენთან. თორელის ფილაილებს მინიჭებული აქვს ოფიციალური ავტორიზაცია ისეთი მოდის სახლებისგან როგორიცაა DIOR, GUCCI, FENDI, PORSCHE DESIGN და სხვა. თორელის უნიკალური ბრენდ ელემენტების და მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული მერჩენდაიზინგის წყალობით ბრენდმა, დიდი მოწონება და აღიარება დაიმსახურა როგორც ქართულ ბაზარზე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს შორის, რომლებიც წამყვანი მოთამაშეები არიან ოპტიკის ინდუსტრიაში. საქართველოში ჩვენ ვნერგავთ საუკეთოსო გამოცდილებას ინდუსტრიაში. თორელში პროდუქტის შეძენასთან ერთად, მომხმარებელი სწორედ ამ გამოცდილებას ეზიარება. თორელის მისიაა, მისცეს ქართველ მომხმარებელს შესაძლებლობა, შეარჩიოს სათვალეები მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრენდების უახლესი კოლექციებიდან. რასაც ბრენდი წარმატებით ახორციელებს. ჩვენთან მსოფლიოს წამყვანი მდიდრული ბრენდების ზუსტად იმ კოლექციებს შეიძენთ, რომლებიც დროის იმ მონაკვეთში მათ ბრენდ ბუტიკებშია წარმოდგენილი მოსფლიოს მასშტაბით. მზის სათვალეების გარდა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო მიმართლებასაც. წარმოვადგენთ როდენშტოკის ბრენდს, რომელიც არის მსოფლიო ლიდერი სამედიცინო ლინზების წარმოებაში.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება