საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

პროექტი 39

პროექტი 39 არის გასართობი და შემეცნებითი მწვანე კაფე, სადაც ჩვენს სტუმრებს, სხვა სივრცეებისგან განსხვავებით ვთავაზობთ გამოცდილებას, რაც გამოიხატება საავტორო კერძებსა და აქტივობებში, არასტანდარტულ ლოკაციასა და უნიკალურ, "ხელნაკეთ" გარემოში. ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს თავისუფალ და ჯანსაღ სივრცეს, ვახალისებთ სხვა სტარტაპებს, ვუფრთხიდებით გარემოს, ვქმნით სიყვარულით სავსე საზოგადოებას - ეს არის იდეა და არა უბრალოდ ბიზნესი. - ჩვენ გავიხსენით 2020-ის ივნისში და მიუხედავათ კრიზისის, მცირე ბიუჯეტისა და მოკლე დროისა, შევიძინეთ ლოიალური სტუმრები და დავამსხვრიეთ სხვადასხვა სტერეოტიპი - კაფის, კერძების, ლოკაციის, ცხოვრების წესის შესახებ. ინდივიდუალიზმი და პროფესიონალიზმი არის ორი მთავარი მაჩვენებელი, რაც გვაძლევს საშუალებას მომსახურება გარდავქმნათ გამოცდილებად და ახალ შთაბეჭდილებად, რაც ჩვენს სივრცეს ხდის მომხიბვლელსა და სანდოს მომხმარებლებისთვის. მომდევნო 2 წლის განმავლობაში, გვსურს იმდენად გავზარდოთ ჯანსაღი და საინტერესო დასვენების და დროის გატარების კულტურა, რომ მინიმუმ, გახდეს საჭირო მეორე ფილიალის გახსნა თბილისში.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება