საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი

პედაგოგებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება სავალდებულო გახდა. ის მოქმედი პედაგოგები, რომლებმაც ვერ ან არ ჩააბარეს გამოცდა 2020 წლამდე, გათავისუფლდნენ სამსახურიდან, დარჩნენ უმუშევრები და მოუწევთ გამოცდის ხელმეორედ უმაღლეს ქულაზე (60%-იანი ბარიერით) ჩაბარება, რათა აღდგნენ დაკარგულ თანამდებობაზე. გამოცდების ჩაბარება ასევე სავალდებულოა მასწავლებლობის მსურველთათვის და ყველა მოქმედი პედაგოგისთვის. პედაგოგთა გამოცდა სპეციფიური გამოცდაა, იქ მოითხოვება არა მარტო საგნის ცოდნა, არამედ პროფესიული უნარ-ჩვევების მაღალ დონეზე ცოდნა. ყოველწლიურად ძალიან ბევრი პედაგოგი ვერ ახერხებს გამოცდის ბარიერის გადალახვას. ჩვენმა ორგანიზაციამ მოიწვია მაღალკვალიფიციური ტრენერები, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ პედაგოგებს გამოცდის სირთულის დაძლევაში და, როგორც სამსახურის აღდგენაში, ასევე სტატუსის ამაღლებასა და სახელფასო დანამატის გაზრდაში. ჩვენ მიერ მომზადებული აპლიკანტების 90%-მა გამოცდა წარჩინებით ჩააბარა. ჩვენი ტრენინგებით უამრავი პედაგოგი აღიდგენს სამსახურში.  ასევე აღსანიშნავია, რომ ტრენინგები ასევე განკუთვნილია არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს, მათ გამოცდისთვის დამოუკიდებლად მომზადება და გამოცდის ჩაბარება უჭირთ, რადგან ისინი ვალდებულნი არიან ჩააბარონ ქართული ენის (როგორც მეორე ენის) გამოცდა. მომდევნო წლებში ვგეგმავთ უფრო მასშტაბურ ტრენინგებს, რომლებიც შეეხება განათლების ხარისხის ამაღლებას.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება