საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ამაღლების და ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის (სამკურნალო-პროფილაქტიკური) პროდუქციის მიღების საშუალება ჰბიოენერგოაქტივატორი "ბიორაგი"

რადგანაც მალე დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა ცხრა მილიარდს გადააჭარბებს, კაცობრიობის საარსებო მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად საჭიროა კვების პროდუქტთა წარმოების სამჯერ გადიდება უახლოეს სამ ათეულ წელიწადში. მსოფლიო დღეს დგას ახალი ,,მწვანე რევოლუციის" ზღურბლთან. ახალი აგრობიოორგანული ტექნოლოგია (ბიოენერგოაქტივატორ "ბიორაგის" გამოყენებით) წარმოადგენს შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ გზას. ამავდროულად, ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რაოდენობის და ხარისხის გადიდების საშუალებაა; ამცირებს გარემოზე ქიმიზაციის ნეგატიურ გავლენას, რაც დიდ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ ეფექტს მოგვცემს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება