საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

Lost Ridge Inn, Brewery & Ranch

ჩვენ რამდენიმე ტურისტული ობიექტი გვაქვს, რომლებიც სიღნაღის მშვიდ და ლამაზ, ერთ დროს მიტოვებულ სოფელ ქედელში მდებარეობს. საცხენოსნო რანჩო 2012 წლიდან ფუნქციონირებს. შარშან კი აღვადგინეთ 150 წლის სახლი, გვინდოდა შეგვენარჩუნებინა კახური ტრადიციული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი სტილი და შეგვეტანა თანამედროვე შტრიხები, შედეგად საინტერესო და განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო აპარტამენტი მივიღეთ. ასევე ავაშენეთ პატარა კაფე ტერასით, რომელიც ქედელის ველებს გადაჰყურებს.

ჩვენი აგროტურისტული ობიექტი გამოირჩევა შემდეგი მომსახურებებით: საცხენოსნო ტურები სიღნაღისა და მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხენოსნო გაკვეთილები როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე ყველა ასაკის ადამიანისთვის, კრაფტ ლუდი, რომელსაც საკუთარ ლუდსახარშში ვამზადებთ, ვართ პირველი სასტუმრო, რომელსაც აქვს საკუთარი ლუდსახარში. მყუდრო ინტერიერი, სადაც კარგად ერწყმის ერთმანეთს ტრადიციული არქიტექტურა და კომფორტი, სოფლის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები პირდაპირ ჩვენი ბაღებიდან და სოფლად მცხოვრები ოჯახებიდან, ველური ბუნება და სოფელი, უგემრიელესი სამზარეულო, განსხვავებული მენიუ, განსხვავებული ღონისძიებების დაგეგმვა როგორც კერძო, ისე კორპორაციული დაკვეთებისთვის. 

რასაც აქ ვქმნით, არის ის რასაც ჩვენ ვეძებთ, როდესაც თავად ვმოგზაურობთ, სწორედ ამიტომ გამოგვდის მასპინძლობა ისე, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი სტუმრები კიდევ არა ერთხელ გვიბრუნდებიან და საკუთარ მეგობრებსა თუ კოლეგებსაც სიამოვნებით უზიარებენ აქაურ შთაბეჭდილებებს. ჩვენთან თითოეული სტუმრობა ემოციებით დატვირთული და განსხვავებულია


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება