საუკეთესო სტარტაპი

Buybnb

Buybnb არის უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ეხმარება ხალხს უძრავ ქონებაში სწორი ინვესტიციის გაკეთებაში. ჩვენი სერვისის მიზანია შემოიტანოს ინოვაცია ძირითადად უინოვაციო უძრავი ქონების ბაზარზე. Buybnb-ზე უკვე წელიწად ნახევარია ვმუშაობთ და ამ პერიოდში მოვახერხეთ 550,000$ უცხოური ინვესტიციის მოძიება და 80-ზე მეტი პირადი კონსულტაციის მიცემა დაინტერესებული კლიენტებისთვის. დღევანდელი მონაცემებით, ბაზაში გვაქვს 10-ზე მეტი ბინა და 15-ზე მეტი ქართველი და უცხოელი ინვესტორი, რომლებიც მომგებიან საინვესტიციო შესაძლებლობებს ეძებენ. ჩვენ ვართ ვიჰოსტის გინდის წევრები. ვიჰოსტი არის პირველი და ყველაზე დიდი Airbnb და Booking.com მენეჯმენტის კომპანია საქართველოში, 270-ზე მეტი აქტიური ბინით საქართველოს 4 ლოკაციაზე: თბილისში ბათუმში, გუდაურში და ბაკურიანში. 270-ზე მეტი ბინის მართვით მიღებული გამოცდილებით, ვიცით რა მუშაობს დღიური გაქირავების ბაზარზე და რა - არა. მყიდველების და ინვესტორებს ვთავაზობთ: უკვე გაქირავებული ბინების შემოსავლიანობის და ოკუპანტურობის ანალიზის მიხედვით სამომავლო მოლოდინებს და შეფასებებს, ჯერჯერობით გაუქირავებელი ბინების შედარებით ანალიზს მსგავსი ლოკაციის და მახასიათებლების მქონე ბინებთან შედარებით. მათ ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი შეფასების სერვისი და გაიგონ ნებისმიერი უძრავი ქონების პოტენციალი მოკლევადიანი გაქირავების ბაზარზე.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება