საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

ლუკა პოლარე

ლუკა პოლარე არის კაფე-სანაყინეების ქსელი საქართველოში, რომელიც ამ დროისთვის 18 ფილიალს აერთიანებს თბილისში, ბათუმსა და ქობულეთში. პანდემიის დაწყებისთანავე შეგვეხო ყველა ის შეზღუდვა და რეგულაცია, რაც დაწესდა კვების ობიექტებისთვის. უსწრაფესი ტემპით განვახორციელეთ შემდეგი ცვლილებები: • შემუშავდა წარმოების და დისტრიბუციის მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი • ოფისი სრულად გადავიდა დისტანციურ მუშაობაზე • 2 დღეში გაფორმდა თანამშრომლობა საკურიერო კომპანიასთან • ფილიალები გადაეწყო გატანის და მიტანის ფორმატზე. და ყველა მნიშვნელოვანი: დასაწყისშივე გადავწყვიტეთ, რომ არსებულ სიტუაციასთან ადაპტაციის გრძელვადიანი სტრატეგია გვჭირდებოდა. დავიწყეთ მობილური აპლიკაციის შექნა. მობილურ აპლიკაციის მთავარი ფუნქციაა, პროდუქტის გზიდან შეკვეთა, სასურველი დროის მითითებით და მომხმარებელს ფილიალში შეუსვლელად ხვდება გამზადებული შეკვეთა. იდეის მთავარი მიზანია, ერთი მხრივ, ჩვენვე ვიზრუნოთ, ჩვენს ფილიალებში არ შევქმნათ პანდემიის გავრცელების საფრთხე და მაქსიმალურად შევამციროთ რიგები შიდა სივრცეში და მეორე მხრივ, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომელებიც არსებული სიტუაციიის გამო ერიდებიან შიდა სივრცეებში დ ხალხმრავალ ადგილებში ვიზიტს, შევუქმნათ პლათფორმა, რომელიც საშუალებას მისცემს უსაფრთხოების წესების დაცვით არ მოიკლონ მათი წილი ბედნიერება, ჩვენი ყავის, ნაყინის, ნუშის თუ ჩიზქეიქის სახით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება