გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

Birding Caucasus

ჩვენი კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს ფრინველებზე, ცხოველებზე, ქვეწარმავლებზე, მცენარეებსა და მწერებზე (მათშორის პეპლებზე და ნემსიყლაპიებზე) დაკვირვებისა და ფოტო ტურები ველურ ბუნებაში. ეს ეკოლოგიური ტურიზმის ყველაზე პრესტიჟული სფეროა, სადაც საქართველო დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ სფეროში შეუძლებელია მხოლოდ მოგების მიღების მიზნით მოღვაწეობა. მიუხედავად მისი პოპულარობისა და გლობალური მასშტაბებისა, ტურიზმის ეს მიმართულება საკმაოდ ვიწრო და სპეციფიურია. რატომღაც, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ამ სფეროში მარკენინგზე უკეთ პირადი კონტაქტები მუშაობს, და რაღათქმაუნდა რეპუტაცია, თუმცა ესეც არ არის წარმატების სრული ფორმულა; ძალიან მნიშვნელოვანია ქველმოქმედება ველური ბუნების (გარემოს) დაცვის მიმართულებით - ეს ჩვენი მოტივაციაა და ამ კომპანიის დაარსების ერთ-ერთი მიზანი, ისევე როგორც ეს არის ჩვენი მომხმარებლის მოლოდინი, რადგან იციან, რომ მათ მიერ დახარჯული სახსრების გარკვეული ნაწილი ველური ბუნების სიყვარულის პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას მოხმარდება. ასეთ ღონისძიებათა რიგს მიეკუთვნება; საველე კვლევები, საბავშვო საგანმანათლებლო ღონისძიებები და მწვანე ორგანიზაციების დაფინანსება (დონაცია) კომპანიის სახსრებით. გარდა ამისა, ჩვენი კომპანია ასახავს (აგროვებს) მონაცემებს სახეობათა გავრცელების შესახებ, რაც საბოლოოდ მიეწოდება გლობალურ წითელ ნუსხასა და საქართველოში - გარემოსდაცვით უწყებებს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება