საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

რესტორანი გუდა

ოთხი წლის წინ მე და ჩემმა მეუღლემ, საქართველოს სამხედრო გზაზე, დაბა ფასანაურში, იქ, სადაც ჩემი ბებია და პაპა ცხოვრობდნენ, დავიწყეთ რესტორნის მშენებლობა. მთავარი იდეა ეფუძნებოდა,ამ რეგიონში ძალიან დეფიციტური - მაღალი ხარისხის მომსახურების შექმნას, რაც, ფაქტობრივარ, არ იყო ხელმისაწვდომი მთელ ამ გზაზე - სტეფანწმინდამდე. 2019 წლის აგვისტოში გავხსენით რესტორანი, რომელმაც მალევე მოიპოვა პოპულარობა როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს შორის. რესტორნის კონცეფცია მოიცავს თანამედროვე და ძველი, ავთენტური ელემენტების შერწყმას, როგორც ინტერიერში, ასევე სამზარეულოში. ძველი ქართული კერძების მოდერნიზაცია და საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულინარიისა და გემოების ერთმანეთთან შეთავსება გახდა ჩვენი ინსპირაცია. გამორჩეულია მიდგომა ხარისხისა და მომსახურებისადმი. სამზარეულო გამჭვირვალეა და ყველა სტუმარს შეუძლია თვალი ადევნოს მასში მიმდინარე პროცესებს. სახელი მარტივი, ადვილად გამოსათქმელი და საკვებთან ასოცირებული უნდა ყოფილიყო და "გუდაც" ამიტომ დაერქვა. რესტორნის WiFi -მ (ABKHAZIAISGEORGIA)და პაროლმა (SAMACHABLOISGEORGIA), რომელიც ჩვენი პროტესტით იყო განპირობებული, ჩვენდა უნებურად განსაკუთრებული როლი ითამაშა პოპულარიზაციაში. რაც შეეხება უცხოელ სტუმრებს, ისინი ყოველ ჯერზე ინტერესდებიან ამის მნიშვნელობით და ჩვენც დაუზარელად ვყვებით ოკუპაციის შესახებ. ვფიქრობთ, რომ ჩვენი სტუმრები ხდებიან ჩვენი გზავნილების გამავრცელებლები მსოფლიოში. დაწყებული გვაქვს ძველი, შუშაბანდიანი/დარაბებიანი სახლის რესტავრაცია, სადაც განთავსდება მასტერკლასებისა და დეგუსტაციის დარბაზი. ასევე,დასრულდება მანსარდაში არსებული 4 სასტუმრო ნომერი.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება