საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

კომფორტერი

ავეჯის სახლი კომფორტერი, 2018 წელს, მეგობრების მიერ გაიხსნა, რომლებმაც გადაწყვიტეს მომხმარბლისთვის შეეთავაზებინათ, სრულიად მათ საჭიროებებზე მორგებული ავეჯი, მაღალი ხარისხი და მომსახურება. ბაზარზე კომპანია ხმაურით შემოვიდა, შემდეგაც ყოველდღიურად ვითარდებოდა, თუმცა გამოწვევები, რომელიც 2020 წელს დადგა, როგორც ყველა კომპანიას, ისე ჩვენც შეგვეხო. საჭირო გახდა სრულიად ციფრულ სამყაროში გადართვა, რაც ჩვენი სეგმენტისთვის და ავეჯის გაყიდვისთვის საკმაოდ რთული აღმოჩდა. საიტი სულ რამდენიმე დღეში შევავსეთ პროდუქტებით, რომ მომხარებელს შეძლებოდა სასურველი ნივთის მარტივად არჩევა. ციფრულ სამყაროზე სულ მალე გადავერთეთ, დავიწყეთ ონლაინ მომსახურების გაწევა 24 საათის განმავლობაში; იყო შემთხვევები, როდესაც ღამის 2 და 3 საათზე გაგვიყიდია ნივთი, ვიცოდით, რომ ნებისმერი მომხარებლისთვის 10 წუთის ინტერვალში უნდა გაგვეცა პასუხი. ვესაუბრებოდით სოც. ქსელში, ვიდეო ზარებით, სატელეფონო საუბრებით. მომხმარებლის ნდობა მოვიპოვეთ იმით, რომ პირველ ეტაპზე ონლაინ შეძენილი ნივთები ზუსტად მოერგო მათ საჭიროებებს. ვმუშაობდით სოციალური ქსელისთვის ვიზუალებზე, რომ მომხმარებლისთვის მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო და უფრო მარტივად მიეღო გადაწყვეტილება. ამ დაუზოგავი შრომით და იმით, რომ მოვახერხეთ გარკვეულ სტანდარტებს მოვრგებოდით, ვფიქრობთ, გამოწვევებს წარმატებით გავუმკლავდით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება