გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

Fair Trees

შპს ფეა თრიიზი კავკასიური სოჭის თესლის ექსპორტიორი კომპანიაა. https://fairtrees.co.uk/ ძირითადი კაპიტალი გირჩს მკრეფავებია, რომელთა შრომითი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ჩვენი პრიორიტეტია და კომპანია დიდ რესურსს ხარჯავს, რათა უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემო შეუქმნას მათ. ეს ადამიანები ქმნიან პროდუტს, რომელიც ისევ თავიანთ თემს უბრუნდება სოციალური პროექტების სახით. ეს პროდუქტი კი კავკასიური სოჭის თესლია, რომელიც დანიურ პლანტაციებში იზრდება და ყველაზე მოთხოვნადი საშობაო ხეა ვეროპელებისთვის. ჩვენი სოჭის თესლი, ნერგი და საშობაო ნაძვისხე, რომელიც არის WFTO საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე, ავტომატურად აბრუნებს უკან თანხას ფონდში, რომელიც ასევე ამ კომპანიის საშუალებით დაარსდა. ამბროლაურის სატყეო უბანში, თლუღის ტყეში, სხვა 8 კომპანიიასთან ერთად (ყველაზე პატარა შპს ფეა თრიიზია) შპს ფეა თრიიზი კავკასიური სოჭის გირჩს მოიპოვებს ხეზე ასვლის უმაღლსი ტექნიკითა და სტანდარტებით. ის 8 კომპანიიდან ერთადერთია, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობის არა მარტო იღებს, არამედ მაღალი მორალური სტანდარტით წარმოადგენს: კოპანიის საქმიანობის შედეგად მისივე ფონდში ხდება თანხების აგრერირება, რომელსაც იმ თემში ვხარჯავთ, საიდანაც სოჭის თესლს მოვიპოვებთ.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება