საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

Coffee Lab

ჩვენი პროდუქტი არის ყავა, თუმცა არა სტანდარტული და მას წარმოებაზე გათვლილი პროდუქტი, რომელსაც ყველა იცნობს არამედ ყავა, რომელიც მსოფლიოს ყავის მოსავლის, ლიმიტირებულ, მხოლოდ 3-4 % ს შეადგენს , რომელიც ცნობილია როგორც #Specialty ყავა და გამოირჩევა განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით. 2020 წელი, გამორჩეული იყო იმ კუთხით, რომ ვეცადეთ ჩვენს მომხმარებლებს სახლის პირობებშიც მოემზადებინათ ხარისხიანი, საინტერესო ყავები და რაც შეიძლება ბევრი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ამისთვის ავამუშავეთ, ონლაინ გაყიდვების პლათფორმა, სადაც ჩვენს მომხმარებლებს შეეძლოთ შეეძინათ ყავის მარტივი მოსამზადებლები, რომლებსაც სახლის პირობებში გამოიყენებდნენ. საიტზე წარმოდგენილი იყო, როგორც შედარებით მაღალ ბიუჯეტური ასევე ძალიან დაბალ ბიუჯეტური მოწყობილობები და რა თქმა უნდა მრავალფეროვანი ყავები. ამით, ჩვენ ვეცადეთ, რომ ყავის მომზადების და მირთმევის პროცესი სახლშიც დასამახსოვრებელი გამხდარიხო. ჩვენი კომპანია წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად რაც დრო გადის მით უფრო მეტი ადამიანი უმეგობრდება ყავის ნამდვილ, ბუნებრივ გემოებს. რითიც ვამაყობთ, არის ის, რომ ჩვენი მომხმარებლები არსად აღარ მიდიან, გახსნის დღიდან გვემატებიან და გვემატებიან როგორც ახალი სტუმრები ასევე პარტნიორები. ჩვენი უახლოესი გეგმები საცალო მიმართულების გაფართოებაა, 2 ფილიალის გახსნა იგეგმება მიმდინარე წელს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება