შპს ანტისეპტიკი დაარსდა 2020 წლის დასაწყისში
შპს. ანტისეპტიკის დაარსების იდეა გაჩნდა COVID19 ვირუსის გავრცელების დაწყებისას, მაშინ, როდესაც აფთიაქებსა და მაღაზიებში აღარ მოიპოვებოდა ხელის ანტისეპტიკური საშუალებები.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებმა ხაზი გაუსვა ხელის ჰიგიენის დამცავი საშუალებების გამოყენების მნიშვნელოვან როლს COVID19– ის გადაცემის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ხელის ანტისეპტიკური საშუალებების არსებული რაოდენობა ვერ პასუხობდა მოთხოვნას და ვირუსის გავრცელებიდან მალე აღარ მოიპოვებოდა სავაჭრო ქსელში.
ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ხელი მოეკიდა ხელის ანტისეპტიკური ხსნარის წარმოებისთვის და შეიმუშავა პროექტი, რომლიც უმოკლეს დროში განხორციელდა.
შემუშავებული ხელის ანტისეპტიკური ხსნარი "ფარი" უმოკლეს დროში დასერტიფიცირდა და ჩაეშვა რეალიზაციაში.
მრავალ საქველმოქმედო აქციასთან ერთად შენარჩუნდა ხელის ანტისეპტიკური ხსნარის დაბალი ფასი, რაც ხელმისაწვდომს ქმნის ჩვენს პროდუქტს.