გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

ლიდერქიდსი

ჩვენი კომპანია ქ. გორში მდებარეობს და ხელს უწყობს ქალების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების გზით. შემოსავლის 5% მიმართულია სხვადასხვა სოციალურ აქტივობებეზე, უმეტესად ე.წ. გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფელში მაცხოვრებელ, სოციალურად შეჭირვებული მრავალშილიანი ოჯახების დასახმარებლად. ყოველწლიურად ჭრა-კერვა-მოდელირების კურსს და სამეწარმეო უნარჩვევების გაძლიერებას ასწავლის სოციალურად მოწყვლად ქალებს: იძულებით გადაადგილებულ პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა დედებს, ძალადობის მსხვერპლებს და ა.შ. შპს „ლიდერმა“ მიმდინარე წლის 5 მაისს, ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს. რის შედეგად, კომპანია შეუერთდა პრინციპების ხელმომწერი კომპანიების გლობალურ მოძრაობას. აღნიშნული ქმედებით ჩვენი კომპანია გამოხატავს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს ქალთა გაძლიერებას სამუშაო ადგილზე, ბაზარსა თუ საზოგადოებაში. www.weps.org , კომპანიამ 2019 წელს გაიმარჯვა კონკურსში„ ბიზნესი გენდერული თანასწორობისათვის“.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება