საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

Safety Academia

ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს და ორგანიზაციებს უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და მუდმივ გაუმჯობესებაში. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია საქართველოს საკანონმდებლო მოთხოვნების, საერთაშორისო სტანდარტების და ინდუსტრიებში დამკვიდრებული საუკეთესო გამოცდილების შესაბამისი, ორგანიზაციის შრომის უსაფრთხოების მართვისა და ავარიული სიტუაციების მართვის სისტემების შექმნა. ორგანიზაცია ჩამოყალიბდა 2016 წლის ბოლოს ბრენდის სახელის ჩამოყალიბებით, ტრენინგების და საკონსულტაციო სამუშაოების გაწევით, რასაც მოგვიანებით დაემატა აუდიტების და სისტემების დანერგვის სერვისები. ასევე შრომის უსაფრთხოების სისტემის ყოველდღიური ოპერირების და გაუმჯობესების სააბონენტო მომსახურება. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა, სისტემის გაუმჯობესების სტრატეგიის განსაზღვრა და პროაქტიულ ფაზაში გადაყვანის მიღწევა შეუძლებელია პროფესიონალი კადრების გარეშე. ჩვენი ორგანიზაციის მართვის ეფექტურმა მეთოდებმა და განვითარებაზე ორიენტირებული გეგმის განხორციელებამ, საშუალება მოგვცა, უმოკლეს ვადაში შემოგვეკრიბა საქართველოს ბაზარზე სხვადასხვა სექტორში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოცდილება მიღებული შრომის უსაფრთხოების პროფესიონალები.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება