საუკეთესო სტარტაპი

სითიფეი

სითიფეი არის პირველი ციფრული გადახდების პლატფორმა ჩვენს რეგიონში, რომელიც კომპანიებს კრიპტოვალუტით საერთაშორისო გადახდების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს. სითიფეის პარტნიორ ორგანიზაციებს საშუალება აქვთ კლიენტებს ტრანზაქციების კრიპტოვალუტით შერულების შესაძლებლობა შესთავაზონ მომენტალურად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და რაც ყველაზე მთავარია, თანხა თავად ლარში მიიღონ – კონვერტაციისას შესაძლო ყველანაირი დანაკარგის გარეშე. შესაბამისად, კომპანია საკუთარი პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვისას ღირებულების სრულ თანხას იღებს ადგილობრივ ვალუტაში (ლარში), სწრაფად და მარტივად. პლატფორმა ნებისმიერ ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს საერთაშორისო გადარიცხვები საშუალოდ, 5-ჯერ უფრო დაბალი საკომისიოთი, ვიდრე აქამდე არსებულ სტანდარტულ შემთხვევებში. მათი მომხმარებლები კი ისარგებლებენ დაცული და ანონიმური გადახდის მომსახურებით. სითიფეი არა მხოლოდ ონლაინ ბიზნესს, არამედ ფიზიკური ლოკაციების მქონე სხვადასხვა ტიპის კომპანიებს, მათ შორის, სარესტორნო, სავაჭრო და გასართობ ორგანიზაციებს სთავაზობს თანხის ადგილზე მიღების შესაძლებლობას, ინდივიდუალური QR კოდის გენერირებით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება