საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

ბიოორგანული მულჩი

შპს ჯეო მულჩ Geo Mulch LLC” საქართველოში ორგანული ხის მულჩის კულტურის შემომტანი და მწარმოებელია, თბს ბიზნესდაჯილდოვება 2018–ის გამარჯვებული ნომინაციაში „ბიზნესი დადებითი“ გავლენისთვის და საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის “Meliora” 2019 გამარჯვებული ნომინაციაში «ნარჩენების მართვა“. კომპანიას ხშირად უხდება გადარჩენისთვის ბრძოლა, განსაკუთრებით ეპიდემიის პირობებში, თუმცა ყველაზე კრიზისულ პერიოდში არ შეუწყვეტია პროდუქტის ხარისხის დახვეწა და განვითარება. კერძოდ, შპს. „ჯეო მულჩმა“ მულჩის წარმოება 2015 წელს დაიწყო ამერიკული ტექნიკით და ტექნოლოგიით აღნიშნული საქართველოში პირველად მოხდა ათვისება ხის ნარჩენის, რომელსაც სხვა წარმოება არ იყენებს და მუდმივად ნაგავსაყრელზე ხვდება. ბოლო 2 წლის განმავლობაში: • სამეცნიერო კვლევის და ექსპერიმენტების შედეგად შეიქმნა სრულიად ახალი ქართული პროდუქტი „ეკოლოგიურად სუფთა „ბიოორგანული მულჩის“ წარმოების ტექნოლოგია“ და აღნიშნული სახელწოდების პროდუქტზე „საქპატენტმა“ გასცა პატენტი – „სიახლე ტექნოლოგიაში სასარგებლო მოდელზე“ (ბრძანება N4238/2) • სასოფლო სამეურნეო კულტურების ბიოწარმოებისთვის კომპანიამ შექმნა ახალი ხაზი. ტყის ჭრების შედეგად მიღებულ ხის ნარჩენის გადამუშავებით და ტორფის (დოზირებული) შერევით გაამდიდრა პროდუქტი ბიოჰუმუსით და ერთი–ორად გაზარდა მისი დადებითი გავლენა სოფლის მეურნეობის კულტურებში.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება