გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

hiro.ge

hiro/ჰირო დასაქმების ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც მარტივად და ეფექტურად აკავშირებს ერთმანეთთან დამსაქმებელსა და დასაქმების მაძიებელს.ჩვენი მიზანია მოვიცვათ მთელი საქართველოს და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ სამსახურის მოძიებაში, ხოლო კომპანიებს - კვალიფიციური თანამშრომლების შერჩევაში. პორტალი აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს: • ვაკანსიები • სტაჟირების პროგრამები • სამუშაო მოხალისეობრივ საწყისებზე მიუხედავად იმისა, რომ ჰირო სულ რაღაც 1 წლის კომპანიაა, აქტიურად ჩართული სხვადასხვა CSR კამპანიებში 2020 წლის გაზაფხულზე, მაშინ, როცა ეკონომიკა ჩაიკეტა და კომპანიებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ, მცირე და საშუალო კომპანიებს შევთავზეთ აბსოლუტურად უფასო მომსახურება 3 თვის განმავლობაში, რითაც 300-ზე მეტმა კომპანიამ ისარგებლა. შევქმენით სპეციალური ბაზა, რომელიც აერთიანებდა კოვიდის გამო უსამსახუროდ დარჩენილ ადამიანებს და აღნიშნულ ბაზას აქტიურად ვუზიარებდით ჩვენს პარტნიორ კომპანიებს. ასევე კონკრეტულ სამსახურის მაძიებლებს ვეხმარებოდით რეზიუმეს გენერირებაში და გასაუბრებაზე ეფექტური ტექნიკების შესწავლაში. დასაქმების მაძიებლების ერთ-ერთ გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს საკუთარი რეზიუმეს არასათანადოდ შევსება გადავწყვიტეთ შეგვექმნა, CV-ის გენერირების ფუნქცია, რომელის შევსებითაც დასაქმების მაძიებელი იღებს დახვეწილ ფორმას, რომელსაც თამამად წარუდგენს ნებისმიერ დამსაქმებელს, და ამავდროულად, ავტომატურად ხვდება დასაქმების მაძიებელთა ბაზაში. CV-ის გენერირების ფუნქცია სრულიად უფასოა.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება