საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

კომბინიზონა/ალიკაპი

ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის ისტორია გულწრფელად- ნათხოვარი საკერავი მანქანით, ჩემს მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევით „ფერების მიმღებლობა საქართველოში-მითები,დასკვნები რეკომენდაციები“,10 წლიანი სტრატეგიული სამოქმედო გეგმით და ორი ანტრეპრენერის ოცნებით დაიწყო -დაგვენერგა ინოვაციები და ინკლუზია მოდის ინდუსტრიაში. გვსურდა ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება,მნიშვნელოვანი კამპანიების და ინფორმაციული ვაკუუმის რღვევა შშმ პირების რესოციალიზაციის პროცესში. სოციალური პასუხისმგებლობა პირველივე წამიდან ავიღეთ და პირველ 4 მკერავში პრობაციის ბენეფიციარი ციხიდან ახალგამოსული ქალბატონებიც დავასაქმეთ.კოლექცია 2 კვირაში სრულად გაიყიდა. ეს არ აღმოჩნდა საკმარისი შოურუმის შესანარჩუნებლად. ჩემი ინტერაქტიული სამოსის კონცეფცია მიიწვიეს ევროპაში, მგლების სამიტზე,როგორც საუკეთესო ინოვაციური სტარტაპ-იდეა ევროპიდან (გავიარე სელექცია და 2 საუკეთესოში მოვხვდი)მაგრამ ფინანსების არქონის გამო ვერ წავედი სამიტის ფინალურ ფიჩზე... დაცემამ არ შეგვაშინა ,ზუსტად 6 თვეში ინტერაქტიული და საორსულე პროექტით ფონდ ‘სიცოცხლის ხის’ საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გავხდით და კომბინზონამ საკუთარი დანადგარები და ნედლეული შეიძინა, დავასაქმეთ დამატებით 4 ქალბატონი, საიდანაც ორი შშმ პირი იყო. მახსოვს , როგორ ვიქეცით ლურჯი ოკეანის მეზღვაურებიდან ნამდვილ ჯადოქრებად - რადგან მართლა შეუძლებელი შევძელით - იმ მომენტისთვის ქვეყანაში არ არსებობდა არც ერთი რეალური ბიზნესი მსგვასი გამოცდილებით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება