საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

Qari Electric

Ქარი ეკო-მეგობრული ელექტრომოპედების საზიარო სერვისია, რომელიც შეიქმნა ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის. Მოპედების გამოყენება შესაძლებელია ქარის აპლიკაციით, რომელიც უშუალოდ სამგზავრო დანიშნულების გარდა ჩვენს მომხმარებელთან საკომუნიკაციო ეფექტურ არხადაც მოქმედებს. Ქარის მოპედები ინდივიდუალური ან ორი ადამიანის გადაადგილებისთვის ტრანსპორტის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა. Სერვისის საზიარო ბუნება მომხმარებელს ათავისუფლებს მოპედის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული უხერხულობებისგან, ხოლო მთავარი ბენეფიტები რჩება : 24/7 ხელმისაწვდომობა, საცობებში მოძრაობის თავისუფლება, გარანტირებული საპარკინგე ზონები, ეკო-მეგობრულობა და ასე შემდეგ. მოპედები აღჭურვილია უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა ელემენტით - მათ შორის ორი ჩაფხუტით, და ჰიგიენური ქუდებით. Მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია ქარის კიდევ ერთი აღსანიშნავი თვისებაა - მხარდაჭერის ჩათი და საკონსულტაციო გუნდი ნებისმიერ საკითხს უმოკლეს დროში აგვარებს, ხოლო დარეგისტრირებულ მომხმარებელს, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა ან არაა დარწმუნებული მოპედის მართვის უნარებში, უფასოდ ვთავაზობთ პროფესიონალურ ტრენინგსა და დახმარებას. ამჟამად ვმუშაობთ ქარის ველოსიპედების გაზიარების სერვისზე, რაც გააფართოვებს ეკო-მეგობრული ტრანსპორტის ხაზს. ასევე იგეგმება მინი ელექტრომობილების წარდგენა და CRM სისტემის დახვეწა. მიზანი აპლიკაციის მულტიმოდალობაა.
მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება