გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

Nunisi Forest Hotel & SPA

კურორტმა ნუნისმა ფუნქციონირება დაიწყო 2002 წელს.ეს გახლდათ რთულად მისადგომი ადგილი ხარაგაულის ტყე პარკში, თავდაპირვლეად აქ არ არსებობდა არანაირი დასაქმების საშუალება რის გამოც ადგილობრივები ტოვებდნენ საცხოვრებელ სახლებს.კურორტმა ფუნქციონირება დაიწყო მოუწესრიგებელ და რთულად მისადგომ ადგილას, დღეისათვის კი ნუნისი ეს არის სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი ,რომელიც მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტეროტორიაზე (ზღვის დონიდან 750მ. სიმაღლეზე). ნუნისი არის ბალნეო-კლიმატური კურორტი რომლის უნიკალურობასაც განსაზღვრავს ორი ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორი- სამკურნალო წყლები დ უნიკალური ფლორა და ფაუნა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დამსვენებელმა მიიღოს ხარისხიანი, საიმედო და ეფექტური სერვისი, მაქსიმალურავ დავაკმაყოფილოთ მათი სურვილები და შევუქმნათ უსაფრთხო, მშვიდი და მეგობრული გარემო. ამასთანავე ადგილობრივ მოსახლეობას მივცეთ განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა როგორც სამეწარმეო ასევე დასაქმების კუთხით. ჩვენი ღირებულებებიდან გამომდინარე, კურორტი ნუნისი დამსვენებელს სთავაზობს ნუნისის უნიკალური წყალის გამოყენებით, კანის დაავადების სამკურნალო ეფექტურ პროცედურებს , კერძოდ სრულიად იკურნება ან მნიშვნელოვნად მცირდება ისეთი კანის დაავადებები როგორიცაა ფსორიაზო, ატოპიური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი და მისთ. ნუნსისი დამასევენებელს ასევე სთავაზობს გამაჯანსაღებელ სპა და სამასაჟო თერაპიას როგორც ბავშვებისთვის ასევე ზრდასრულებისთვის.
მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება