საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

QACanvas

QACanvas არის ინოვაციური პლატფორმა, რომელიც QA ინჟინრებს უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის ასისტენტით — CoPilot-ით — რათა გაამარტივონ და დააჩქარონ ტესტის სცენარების გენერაცია და მართვა. ჩვენი სისტემა ავტომატურად გარდაქმნის სპეციფიკაციებს, ვიდეოებს და სხვა დოკუმენტაციას დეტალურ ტესტის ქეისებად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ხელით მუშაობას და ზრდის ხარისხის უზრუნველყოფის სისწრაფესა და სიზუსტეს. პრობლემა: ტესტის ქეისების შექმნა და განახლება ერთ-ერთი ყველაზე დროით და რესურსებით დამტვირთავი პროცესია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში. ბევრ კომპანიას არ აქვს რესურსი ეფექტიანი QA პროცესების ასაწყობად, რაც იწვევს შეცდომებს, ხარვეზებს და მომხმარებელთა უკმაყოფილებას. ინოვაციურობა: QACanvas იყენებს მოწინავე გენერაციულ AI-ს, რათა შექმნას მაღალი ხარისხის, კონტექსტზე მორგებული ტესტის ქეისები მომხმარებლის შეყვანილი მასალის საფუძველზე. პლატფორმა მხარს უჭერს მრავალფეროვან ფორმატებს (ვიდეო, ტექსტი, ბმული), იძლევა ჭკვიან რეფრეშმენტის ფუნქციას და ინტეგრირდება პოპულარულ QA სისტემებთან, როგორიცაა Jira, Qase და Notion. ბიზნეს მოდელი: ვმუშაობთ SaaS მოდელზე, რომლის ფარგლებშიც კომპანიები იხდიან ყოველთვიურ სააბონენტო საფასურს სხვადასხვა ფუნქციონალის მიხედვით. ასევე ვთავაზობთ team-based plan-ებს, რაც ხელს უწყობს მასშტაბირებას და გუნდურ თანამშრომლობას. კონკურენტული უპირატესობა: მრავალმოდალური ინპუტის მხარდაჭერა (ვიდეო, ტექსტი, ბმული) სწრაფი ინტეგრაცია არსებულ სამუშაო პროცესებთან AI რეფრეშმენტის და ტესტ ქეისების შენარჩუნების უნარი მოქნილი და მომხმარებელზე მორგებული UX ღია სტანდარტებით აგებული არქიტექტურა და მძლავრი API ინოვაციის ათვისების სიმარტივე: მომხმარებლებს არ სჭირდებათ ტექნიკური ცოდნა — QACanvas მუშაობს როგორც უბრალო ჩატბოტი ან ინტელექტუალური ასისტენტი, რომელიც იღებს მასალას და აბრუნებს მაღალი ხარისხის ტესტ ქეისებს მარტივად, ავტომატურად და სწრაფად. გუნდი: QACanvas-ს ხელმძღვანელობს გამოცდილი ტექნიკური დამფუძნებელი, რომელსაც 15+ წლიანი გამოცდილება აქვს პროგრამული უზრუნველყოფის, AI-ს და QA სისტემების მიმართულებით. გუნდში ასევე გვყავს ძლიერი full-stack დეველოპერი, AI ინჟინერი და დიზაინერი, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის UX-სა და პროდუქტს.
მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება