"თეატრი 42 " დამოუკიდებელი თეატრია. თეატრი მდებარეობს დიდუბეში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში. ის 8 თვე შენდებოდა. და 2023 წლის სექტემბერში გაიხნა. დიდუბეში არ არის არც ერთი კულტურის ობიექტი, მხოლოდ მცირე ბიბლიოთეკები. ჩვენს გარშემო მხოლოდ სამშენებლო კომპანიები , სამშენებლო მასალა და მანქანების შეკეთებისა და ნაწილების სახელოსნოებია. საკმაოდ უჩვეულოა ასეთ გარემოში, ცენტრიდან შორს თეატრის გახსნა, მაგრამ მაყურებელი შეეჩვია და იმედი გვაქვს რომ მოცემულობა, რომ ყველაფერი ცენტრში იყო თავმოყრილი, ნელნელა დაირღვევა. ჩვენი პროდუქტი - სპექტაკლებია. სპექტაკლები და საგანმანათლებლო პროექტები თეატრალური ხელოვნების მიმართულებით. სახელოსნო თანამედროვე ტექნოლოგიისა და თეატრის შერწყმის ჰაბია -ექსპერიმენტებითა და ახალი პროფესიების განვითარების შესაძლებლობით, პროფესიების, რომლიც თეატრის, კულტურისა და ეკონომიკის მომავალია.2 წლის განმავლობაში ჩვენ 9 პრემიერა გამვუშვით : დრამა, ისტორიული, კომედია, ფარსი, ტრაგედია, საბავშვო - ასეთი ტემპით სახელმწიფო თეატრებიც ვერ მუშაობს. ჩვენი მთავარი პროდუქტი სპექტაკლია, მაგრამ მრავალფეროვანია "მაყურებელთან მისასვლელი გზა " - აქტიური სოციალური ქსელებით და პროექტებით , რომელიც სხვა არც ერთ თეატრს ჯერჯერობით არ აქვს - ჩვენ გავხსენით მაყურებლისათვის სარეპეტიციო პროცესი , მსახიობის სპექტაკლისათვის მომზადების პროცესი; ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მაყურებელს დისკუსიისთვის ; გვაქვს ტრენინგ პროექტები და ბავშვებისათვის ტური თეატრში; ჩვენ გავცემთ მსახიობის პროფესიის რამდენიმე საიდუმლოს მეტყველებისა და კომუნიკაციის მიმართულებით ტრენინგებზე სხვა პროფესიის წარმომადგენლებისათვის ; ჩვენ საერთაშორისო პროექტებიც შევძელით და ვუმასპინძლეთ ინგებორგა დაპკუნაიტეს, ჯონ მაკოვიჩს, ჯაილს ფორმას, ჯეიმს ტიერეს. თეატრს არ გააჩნია მუდმივი დასი, მხოლოდ ტექნიკური ჯგუფი და ადმინისტრაციაა permanent staff; უკვე ცნობილ და გამოცდილ მსახიობებთან ერთად სრულიად ახალგაზრდები დგანან სცენაზე; სპექტაკლები ყოველ დღეა, გარდა ორშაბათისა. უჩვეულო ადგილის და ბილეთის მაღალი ფასის მიუხედავად , მაყურებელი გვყავს, მუდმივიც და ახალი მაყურებელიც. გახსნიდან დღემდე ვუმასპინძლეთ 60000 ადმიანს. თეატრმა თავიდან უცებ ააფეთქა ინტერესი - ლევან წულაძის მარჯანიშვილიდან წამოსვლის მერე ყველა ელოდა მის ახალ ნაბიჯს, მის ახალ თეატრს. მედიამაც საკმაოდ კარგად გააშუქა და თეატრის გახსნა მოვლენად იქცა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და მერე უკვე ინტენსიური მარკეტინგით და პროექტებით ვცდილობთ შევინარჩუნოთ და მოვიყვანოთ ახალი ადამიანები ტეატრში. 2025-2026 და 2026-2027 წლის სეზონის გეგმებია: პრემიერები, ახალი საგანმანათლებლო პროექტები, დრამის სკოლა, გრიმის სახელოსნო; გასტროლები: ჩინეთი, თურქეთი, ისრაელი, აშშ; კოპროდუქციები საფრანგეთთან, ისრაელთან, იტალიასთან და ჩინეთთან; ეს რაც ეხლა უკვე მუსაობის პროცესშია - მეტად ვმუშაობთ საერთაშორისო პროექტებზე და პრომოზე . ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და განვვითარდეთ , ასევე ჩვენ უნდა მოვიზიდოთ საინტერესო ახალი ადამიანები და თეატრისა და კულტურის ნამდვილ ჰაბად უნდ აგადავიქცეთ.