Reckless — თანამედროვე ქართული სტრიტვეარ ბრენდი, რომელიც შექმნილია ახალგაზრდული თვითგამოხატვის, თავისუფლებისა და სოციალური პოზიციის გასახმოვანებლად.
ბრენდი მალევე გასცა მოდის ფარგლებს და იქცა კულტურული მოძრაობის ნაწილად — ის გახდა ახალი თაობის იდენტობის ფორმა.
2025 წელი Reckless-ისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.
ბრენდმა წარმატებით განახორციელა მასშტაბური კოლაბორაციები წამყვან ქართულ ორგანიზაციებთან: საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი (Cannes Lions-ისთვის), Adjarabet-ის სპორტული ნაკრები, ZEG Festival და SportFest.
Reckless-ის დიზაინერებმა Cannes Lions-ზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს მარკეტერის კატეგორიაში. Advan production თან თანაკოლაბორაციის შედეგად ბრენდის ვიდეო რგოლი დაშორთლისტდა Ad Black Sea-ის Craft და Berlin Fashion Film Festival-ის Short Fashion Movies კატეგორიაში
მომხმარებლისთვის Reckless-ს წარმოადგენს არა მხოლოდ სტილს, არამედ პოზიციას.
ჩვენი კოლექციები ემყარება რეალურ სოციალურ და კულტურულ კონტექსტებს — მომხმარებელი ბრენდში ხედავს საკუთარ თავს და საკუთარ ხმას.
ბრენდი იზრდება სტაბილურად და სტრატეგიულად.
დავიწყეთ საერთაშორისო ექსპანსიის პროცესი — ვმუშაობთ გაყიდვების და PR სააგენტოებთან ევროპის წამყვან ქალაქებში (ბერლინი, პარიზი, ლონდონი).
Reckless-ი ხარისხის და სანდოობის სინონიმია.
ყველა პროდუქტი უმეტესწილად იწარმოება საქართველოში, სრული კონტროლით, მასალების შერჩევიდან შეფუთვამდე. ყოველი დეტალი ასახავს ბრენდის მიდგომას
Reckless არის ბრენდი, რომელიც ახლებურად განსაზღვრავს ქართულ მოდას — ლოკალურ ფესვებზე დაფუძნებული გლობალური პოტენციალით.