ჩემი ფრილანსერული კარიერის ფარგლებში ვეხმარები საერთაშორისო ასპარეზზე მყოფ სტარტაპებს ინვესტიციების მოზიდვაში, ინვესტორებისთვის განკუთვნილი პრეზენტაციებისა (Pitch Deck) და სხვა საჭირო მასალების (Investor Data Room) მომზადებაში.
ამ 5 წლის განმავლობაში, უკვე ვიმუშავე 600+ სტარტაპთან 35+ ინდუსტრიიდან - მათ შორის ყველაზე ხშირად AI, ფინტექი, ბიოტექი, ჯანდაცვა, web3 და ა.შ.
გასული 2024 წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო ჩემს კარიერაში - შემოსავალი გავაორმაგე 2023 წელთან (რომელიც თავის მხრივ ასევე ძალიან წარმატებული წელი იყო) შედარებით და ვითანამშრომლე ისეთ სერიოზულ კლიენტებთან, როგორებიცაა: RockED (უკვე ჯამში $14.1M მოზიდული კაპიტალი ჩემი დახმარებით), Resemolnet (€1.3M მოზიდული კაპიტალი), Mutuo Health Solutions ($500K მოზიდული კაპიტალი) და სხვა მრავალი. ამ სტარტაპების დამფუძნებლებისგან მაქვს როგორც ტექსტური, ასევე ვიდეო შეფასებები Linkedin-სა და Upwork-ზე.
ჩემს მიდგომაში მთავარი სიახლე და ინოვაციურობა - საინვესტიციო პრეზენტაციებისთვის საავტოროდ შექმნილი ჩარჩო TurboContent™-ია, რომლის დახმარებითაც ვქმნით საინვესტიციო მასალას სტარტაპებისთვის. მე არ ვარ მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი ჩემი კლიენტებისთვის, არამედ ვხდები მათი გუნდის ნაწილი ამ მხრივ.
ამ მიმართულებით ვარ Upwork-ზე Top-Rated ფრილანსერი, 100% Success Rate-ით. ჩემი საქმიანობის მთავარი აღიარება ისევ და ისევ ჩემივე კლიენტების შეფასებებია, რომელიც უხვად მაქვს როგორც ლინკდინზე Recommendation-ებში, ასევე Upwork-ზე.
Linkedin - www.linkedin.com/in/giorgimeskhi
Upwork - https://www.upwork.com/freelancers/giorgimeskhi2?mp_source=share