საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

ევორქი

ევორქი (Awork) არის რეგიონში პირველი ციფრული დასაქმების პლატფორმა, რომელიც სრულიად ახალ მიდგომას სთავაზობს როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ისე დამსაქმებლებს. აპლიკაცია დღემდე უკვე 150,000-ზე მეტმა ადამიანმა ჩამოტვირთა, რაც მისი მოთხოვნადობისა და პოპულარობის მკაფიო მაჩვენებელია. ჩვენი მისიაა თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით დასაქმების პროცესი გახდეს მაქსიმალურად მარტივი, სწრაფი და ადამიანზე ორიენტირებული. Awork-ის პლატფორმა აშკარად პასუხობს Gen-Z თაობის მოთხოვნებს, რომელთათვისაც სტანდარტული, კომპლექსური და დროით გადატვირთული ვაკანსიების ძიება ხშირად სტრესთან ასოცირდება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ პირველ სამსახურს ხშირად თან ახლავს გაურკვევლობა და დაბნეულობა, ამიტომ Awork სპეციალურად ამ აუდიტორიისთვის შეიქმნა: მარტივი, ინტერაქციული და პოზიტიური გამოცდილებით. Awork-ის გუნდი შედგება მაღალი დონის პროფესიონალებისგან, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ბიზნესის განვითარების, ტექნოლოგიური პროდუქტების, ციფრული მარკეტინგისა და ადამიანური რესურსების სფეროში. ჩვენი მუშაობა დაფუძნებულია ერთ იდეაზე: დასაქმება არ უნდა იყოს დამღლელი პროცესი, იგი უნდა იყოს სწრაფი, სახალისო და მარტივი. სტარტაპის ყოველდღიური ოპერაციები ემყარება თანამშრომლობას, მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიტიკას და მომხმარებელთა უკუკავშირის მუდმივ მონიტორინგს. თითოეული გუნდის წევრი არამარტო ტექნიკურად კომპეტენტურია, არამედ ღრმად მოტივირებული, რათა შექმნას პროდუქტი, რომელიც რეალურად ცვლის ბაზარს. დღესდღეობით სამსახურის ძიება, განსაკუთრებით ახალბედა კანდიდატებისთვის, რთული და სტრესული პროცესია. ტრადიციული პლატფორმები არ ითვალისწინებს Gen-Z თაობის საჭიროებებს. არც ტექნოლოგიურად და არც კომუნიკაციურად. Awork კი პასუხობს ამ გამოწვევას ინოვაციური დიზაინითა და ფუნქციონალით. ჩვენი პლატფორმა მნიშვნელოვნად ამარტივებს დასაქმების პროცესს. აპლიკანტებს შეუძლიათ უბრალოდ გამოიყენონ swipe left/right ფუნქცია ვაკანსიების შეფასებისთვის და მხოლოდ ერთი მოძრაობით, ზემოთ სვაიფით, გაგზავნონ საკუთარი CV. შედეგად, მინიმალური დროითა და ძალისხმევით, მომხმარებელი იძენს რეალურ შესაძლებლობას დასაქმებისთვის. Awork-ის ინოვაციურობა მრავალმხრივია: • ტექნოლოგიური კუთხით, პლატფორმა იყენებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ მეჩინგის სისტემას, რომელიც აპლიკანტებს აჩვენებს მხოლოდ მათ ინტერესებთან, გამოცდილებასთან და ლოკაციასთან შესაბამის ვაკანსიებს. • დიზაინის კუთხით, აპლიკაცია ინსპირირებულია თანამედროვე სოც. მედია ფორმატით. მარტივი, ვიზუალურად მიმზიდველი და ინტუიციური. • ფუნქციონალის კუთხით, სვაიფის მექანიკა ცვლის ტრადიციულ ფორმებს და დასაქმებას ხდის ინტერაქტიულად. ბიზნესებისთვისაც გვაქვს ინოვაციური შეთავაზება. AI-ზე დაფუძნებული რეკრუტინგ მოდული, რომელიც ამცირებს რუტინულ პროცესებზე დახარჯულ დროს 50%-ით და საშუალო დაქირავების ვადას 30%-ით ამცირებს. ეს ინსტრუმენტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომპანიების რეკრუტინგ შედეგებს. Awork-ის ბიზნეს მოდელი ორიენტირებულია B2B გაყიდვებზე. აპლიკანტებისთვის სერვისი სრულიად უფასოა, ხოლო კომპანიებისთვის სხვადახვა პაკეტების შეთავაზება გვაქვს, რომლებიც მოიცავს: – ვაკანსიების გამოქვეყნებას და მასზე რეკლამირებას, – ბრენდინგისა და დამსაქმებლის იმიჯის გაძლიერების ინსტრუმენტებს, – რეკრუტინგის ხელოვნური ინტელექტის სისტემას, – და მონაცემთა ანალიტიკას კანდიდატთა ქცევისა და შესაბამისობის შესახებ. ჩვენი შემოსავალი ეყრდნობა როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებზე, ასევე მსხვილ კორპორაციულ კლიენტებზე, რომლებიც სარგებლობენ მორგებული სერვისებით. Awork-ს არ სურს არსებული პლატფორმების დაკოპირება ან მათზე კონკურენცია ფასით. ჩვენ ვქმნით სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას: – ვართ mobile-first პლატფორმა, მორგებული ახალ თაობაზე, – გვაქვს ინტერაქტიული და სვაიფზე დაფუძნებული ინტერფეისი, – ვიყენებთ AI მეჩინგსა და რეკრუტინგის ოპტიმიზაციას, – ვთავაზობთ დამსაქმებლებს ბაზარზე იშვიათ CV Folder ფუნქციას, – და რაც მთავარია, არ ვართ კონცენტრირებული მხოლოდ ერთ ბაზარზე — ჩვენი ხედვა არის რეგიონის მასშტაბით გაფართოება. Awork უკვე ცვლის წესებს შრომის ბაზარზე და ქმნის პროდუქტს, რომელიც დროზე წინ მიდის. ჩვენ გვჯერა, რომ დასაქმების მომავალი არის მოქნილი, ტექნოლოგიურად მართული და ჰუმანური და სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა ვიყოთ ის ცვლილება, რაც ბაზარს სჭირდება. საბოლოო ჯამში, ევორქი არ არის უბრალოდ სტარტაპი. ის არის ციფრული მოძრაობა, რომელიც ქმნის ახალ წესებს შრომის ბაზარზე. სწორედ ამიტომ გვჯერა, რომ საუკეთესო სტარტაპის ნომინაციაში ჩვენი მონაწილეობა არამხოლოდ ლოგიკურია, არამედ მნიშვნელოვანია მომავალი ზრდისთვის.
მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება