გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

ვინტილატორი VINTYLATOR

ვინტილატორი მწვანე და თანასწორი მომავლისკენ უბერავს. ამ მიზნის ერთგულებით შევქმენით მოძრაობა, რომელიც პირველივე დღიდან გამორჩეული აქტივობებით იკვლევს გზას მდგრადი და მწვანე პროდუქტის პოპულარიზაციისკენ. ჩვენ 2018 წლიდან ვუბერავთ პროექტებს, რომლებიც გარემოსაც იცავს და ადამიანსაც აძლიერებს — ვამუშავებთ ნარჩენს, ვქმნით ახალს ძველი და დაზიანებული ნივთებისგან, ვანათლებთ ჩვენს მომხმარებელს პასუხისმგებლიანი შესყიდვებისა და ნარჩენების შემცირების მიმართულებით და ვზრდით ცნობიერებას მდგრად და მწვანე მოდაზე. __ 2018 წლიდან, ვინტილატორმა თავის კამპანიებში აქტიურად შეუწყო ხელი "ძონძების" არაშესაფერისი სტატუსის გარდაქმნას და მეორეული ნივთების მეტად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე შესყიდვების რანგში გადაყვანას. __ წამოვიწყეთ პირველი ვინტაჟ მარკეტები და არაერთი ვინტაჟური მაღაზიის შექმნას შევუწყვეთ ხელი. __ ვუბერავთ პროექტს "შეაკეთე" რომელიც თავდაპირველად სატელევიზიო გადაცემად მოგვევლინა, ხოლო შემდგომ ვორქშოფებისა და ტრეინინგების ფორმატში გადაიზარდა. __ შევქმენით "შეაკეთეს" ვორქშოფები, სხვადასხვა ფორმატითა და თემატიკით, რომელიც როგორც საგანმანათლებლო ისე გარემოსდაცვითი კუთხით მნიშვნელოვანი შიგთავსის მქონეა, რადგან თითოეული მათგანი ნარჩენების მართვაზე არის აგებული და ორიენტირებული. __ ვმუშაობთ მწვანე მეწარმეობის გაძლიერებაზე, რაც სხვადასხვა ვორქშოფებით, ტრეინინგებითა და კორპორაციულ გაყიდვებზე გათვლილ პროგრამებში გამოიხატება. __ გვაქვს ვინტაჟური მაღაზია, სადაც წარდგენილია ჩვენი „შეაკეთე“ და მეორეული კოლექციები, რომელთა ფარგლებში 2022 წლიდან ვიბარებთ დაზიანებულ სამოსს, ვქმნით უნიკალურ, ხელახლა დიზაინირებულ ნივთებს და ვუბრუნებთ მათ მესამე სიცოცხლეს. წლიურად ამ ფორმატში საშუალოდ 500-მდე ნივთი იყიდება. სჩვენს მაღაზიებში უწყვეტ რეჟიმში ვრცელდება ინფორმაცია მწვანე მომავლის მნიშვნელობაზე და სწრაფი მოდის ზიანზე. __ ვატარებთ უფასო საგანმანათლებლო ლექციებსა, სემინარებს ვორქშოფებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში. __ ერთად ვუბერავთ მწვანე და მდგრადი მომავლისკენ.
მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება