საუკეთესო ფრილანსერი

Black Dog Studio

ვარ მხატვარი პროფესიული განათლებით და დიდი პრაქტიკული გამოცდილებითთ ბეჭდური დიზაინის სფეროში. როგორც დევიდ ლიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: “Learning by doing things” — ეს სიტყვები თითქოს ჩემს თავზეა ნათქვამი. ბოლო 16 წელია ვმუშაობ წიგნების დიზაინზე — კონცეფციიდან დაწყებული ბეჭდვით პროცესამდე. ამ ფასდაუდებელმა გამოცდილებამ და უნიკალური მასალების მრავალფეროვნებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი ხედვა და პროფესიული არეალი. 2016 წელს ვიმუშავე „FABRIKA“-ს კორპორატიულ იდენტობასა და ვიზუალურ სტილზე, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. მოგვიანებით გავხსენი საქართველოში ერთ-ერთი პირველი და ყველასთვის საყვარელი პლატფორმა — „Black Dog Shop“, სახელად ჩვენს ერთგულ ოთხფეხა მეგობარზე პატივისცემის ნიშნად. „Black Dog Shop“ იმ პერიოდში იყო ერთ-ერთი პირველი სივრცე, სადაც ახალგაზრდა ნიჭიერ ხელოვანებსა და სტუდენტებს შეეძლოთ ეჩვენებინათ და გაეყიდათ საკუთარი ნამუშევრები. პროექტს დიდი წარმატება ჰქონდა, თუმცა პანდემიამ ჩვენი გეგმები შეაფერხა და ამჟამად მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ვაგრძელებთ საქმიანობას. წიგნების დიზაინზე მუშაობისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ როგორც შინაარსს, ასევე მასალას და ბეჭდვის ხარისხს. მრავალი წელი ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციებთან და დამკვეთებთან. ბევრი მთვლის ინოვატორად ამ სფეროში — განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება რთულ პროექტებს, დიდ ტექსტურ მასალასა და ფოტოების მრავალფეროვნებას. შეიძლება კიდევ ბევრი რამ ვთქვა ჩემს ხედვაზე და პრინციპებზე, მაგრამ მჯერა, ჩემი ნამუშევრები მეტს მოგიყვებიან ჩემზე.
მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება