AgroLab-ი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ტესტირების ორგანოა, რომელიც თელავში კერძო პირებს, კოოპერატივებს, დიდ და მცირე მარნებს, ქარხნებსა და ღვინის ბიზნესით დაინტერესებულ პირებს ემსახურება.
ამგვარი მოწყობის ლაბორატორიის შექმნის იდეა სწორედ, იმ პრობლემებმა განაპირობა, რაც ადგილობრივ სივრცეში არსებობდა. კახეთში, რეგიონში, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის მევენახეობა და მეღვინეობა ძირითად საქმიანობას წარმოადგენს, წარმოებული პროდუქტის ვარგისიანობის და ხარისხის შემოწმების საშუალება მხოლოდ დედაქალაქში მოიძებნებოდა, რაც ძალიან ართულებდას სამუშაო პროცესს.
ნებისმიერი წარმატებული მეღვინეობისთვის ლაბორატორია აუცილებელი და თითქმის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ღვინის ხარისხზე ზრუნვა მხოლოდ პირადი ინტერესი და ბაზრის მოთხოვნა არ არის.
2023 წლის 1 იანვრიდან, ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია და ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გატანისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი.
შესაბამისად, მოთხოვნა ჩვენს სერვსზე დიდია.
AgroLab-ი ორიენტირებულა ევროსტანდარტებით დადგენილ კვლევით მეთოდებზე და მოთხოვნებზე, რომელიც გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.
აღნიშნული მეთოდებით ხელმძღვანელობა და ლაბორატორიის უახლესი ტექნიკით აღჭურვა საფუძველია სანდოობის, ხარისხის, მოთხოვნადობის, ცნობადობის და ა.შ.
ფოკუსი გავაკეთეთ, როგორც მომხმარებელების შეძენაზე ისე მათ შენარჩუნებაზე, ამისათვის დავნერგეთ ინოვაციური მიდგომა ამ დარგში - „ონლაინ ლაბორატორიის“ სერვისი.
ამისათვის ჩვენს საიტზე შეიქმნა ელექტრონული ბაზა, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეუძლია რეგისტრაცია და საკუთარი ონლაინ ლაბორატორიის შექმნა. აღნიშნული ველის საშუალებით მათ შეუძლიათ გაგზავნონ ნიმუში ლაბორატორიაში და ადგილზე მისვლის გარეშე, ონლაინ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია გამოცდის შედეგებზე, ჩამოტვირთონ გამოცდის ოქმი, აწარმოონ მონაცემთა ისტორიის შენახვა/დაარქივება, მიიღონ ონლაინ კონსულტაცია, ეკონტაქტონ ლაბორატორიის მენეჯერეს და ა.შ.
მომსახურების გამარტივების კიდევ ერთი საუკეთესო გზა, ტექნოლოგიური განვითარების ეპოქაში სწორედ მარტივი კომუნიკაციაა.
აღნიშნული სერვისი მომსახურების ამ დარგში ინოვაციაა ქვეყნის მასშტაბით და არ გააჩნიათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართულ ლაბორატორიებსაც. ყოველივე ეს, ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად წარმოადგენს ჩვენი კომპანიის წარმატების და კონკურენტუნარიანობის გარანტს.