საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

tasteit app

Tasteit - ეს არის ანტი-დეითინგ აპი, რომელიც საკვების მეშვეობით აკავშირებს ადამიანებს რეალურ ცხოვრებაში და არა ეკრანებზე უსასრულო მიჯაჭვულობით. დღეს ჩვენ ვაშენებთ ყველაზე დიდ Food სოციალურ პლატფორმას, რომელიც მარტოობის პრობლემას ებრძვის და რეალურ ურთიერთობებს უბრუნებს ადამიანებს. ხვალ, კი ვქმნით, ყველაზე დიდ B2B პლატფორმას რესტორნებისთვის და Food ბრენდებისთვის. პრობლემა: თანამედროვე მსოფლიოში დეითინგ აპები და სოციალური ქსელები ვერ ასრულებენ დანიშნულებას - ადამიანი უფრო მარტოსულად გრძნობს თავს, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვწყვეტთ არა იმას ვის შეხვდება ადამიანი, არამედ როგორ. ყველა კულტურაში, საკვები ურთიერთობის ყველაზე უნივერსალური ენაა, სწორედ ამიტომ ვცვლით უსასრულო სქროლვას რეალური გამოცდილებით. ინოვაციურობა: Tasteit აერთიანებს ორ ინოვაციურ რეჟიმს: Food Mode — კერძების, შეთავაზებების და თანამოაზრეების აღმოჩენა Dine Mode — საჭმლის ივენთების დაგეგმვა და Food გამოცდილებები. მალე, ვიწყებთ B2B პლატფორმას რესტორნებისთვის - ანალიტიკა, სარეკლამო მენეჯერი და SaaS მოდელი. ასეთი კომბინაცია ბაზარზე არავის აქვს. ჩვენ ვქმნით, ყველაზე დიდ და მძლავრ Food სოციალურ ქსელს. მაგალითისთვის, თუ Spotify არის ერთ-ერთი მთავარი აპი მუსიკისთვის, ჩვენ გვინდა Tasteit ვაქციოთ N1 Food აპლიკაციად. ბაზრის პოტენციალი: გლობალური რესტორნების ბაზარი და სოც-აპები ერთად მილიარდების მოცულობის სეგმენტია. ჩვენ უკვე ვართ მთელ საქართველოში, ბერლინში, ნიუ-იორკში და დღეს, მექსიკო City-ში გავეშვით. ბიზნეს მოდელი: ფრიმიუმ მოდელი B2C Subscription სარეკლამო პაკეტები Food კომპანიებისთვის ფასიანი Food ღონისძიებები/გამოცდილებები რეკლამა B2B SaaS. კონკურენტული უპირატესობა: არავინ აერთიანებს საკვებს, რეალურ შეხვედრებს და B2B გადაწყვეტილებებს ერთად ისე, როგორც Tasteit. ჩვენ არ ვართ უბრალოდ აპი - ჩვენ ვართ გლობალური მოძრაობა, რომელიც სოციალური ურთიერთობების ახალ კულტურას ქმნის. ჩვენ ვქმნით სრულიად ახალ კატეგორიას სოციალურ ქსელებში და უდავოდ, ინოვაციურობის მაგალითს ვამკვიდრებთ. ჩვენ არ ვიმეორებთ, რომელიმე უცხოური სტარტაპის მაგალითს, არამედ პირიქით, ჩვენ ვამკვიდრებთ სტანდარტს. მუშაობს ეს სტანდარტი? - ფაქტი სახეზეა, დღეს ჩვენ 50 000 თვიურ აქტიურ მომხმარებელს ვაერთიანებთ. გუნდი: დამფუძნებელი — გიორგი ურუშაძე, ყოფილი Factory Berlin-ის კრეატიული დირექტორი, Forbes 30 Under 30, გლობალური კამპანიების ავტორი (McDonald's, Coca-Cola, Burger King, Lego, Kia, Heineken, Diesel). ტექნიკური გუნდი — Ex-Microsoft. ჩვენ ვაკეთებთ შეუძლებელს.
მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება