საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

კომუნალ ჰოსფითალითი

ჩვენი კომპანია წარმოადგენს ხედვაზე დაფუძნებულ ჰოსფითალითი ბიზნესს, რომელიც აშენებულია კრეატიულობის, კულტურისა და საოპერაციო დისციპლინის საფუძველზე. ჩვენ ვსპეციალიზირდებით კონცეფტუალურ რესტორნებში და ბუტიკ სასტუმროებში, ვქმნით მაღალსტანდარტულ და გააზრებულ სივრცეებს სადაც ადგილობრივი იდენტობა ერწყმის თანამედროვე ცხოვრების სტილს. Communal Hospitality-ში ჩვენ ვქმნით ბუტიკის ტიპის სივრცეებს, თუმცა მასშტაბირებად და მზარდ ბიზნეს მოდელს, რომელიც ასახავს ქართული სტუმარ-მასპინძლობის კულტურას, ამავდროულად პასუხობს თანამედროვე გლობალური მოგზაურის საჭიროებებს. ჩვენი მიდგომა ეფუძნება კრეატიულობას, კულტურასა და იდენტობას — რაც საშუალებას გვაძლევს ვუმასპინძლოთ სტუმრებს ისეთ სივრცეებში, რომლებიც არის პერსონალური, ავთენტური და სრულად შესაბამისი თანამედროვე სტანდარტებთან. საქართველო ყალიბდება დინამიურ ლოკაციად ტურისტულ რუქაზე, ჩვენი პროდუქტი დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია — ის აერთიანებს ტრადიციას და თანამედროვე ხედვას, რაც განსაზღვრავს თუ როგორ აღიქვამენ ჩვენს ქვეყანას უცხოელი სტუმრები. ჩვენ ვქმნით ადგილებს, სადაც ადგილობრივები და მოგზაურები ერთად იკრიბებიან — მაგალითად რესტორნები Weller, Madre, Craft და Doli ორივე აუდიტორიის საყვარელი ადგილია. ხოლო ჩვენი სასტუმროები სტუმრებს სთავაზობს ისეთ გამოცდილებას, რომელიც ასახავს კონკრეტული უბნების ხასიათს და ამავდროულად ინარჩუნებს ბრენდის ხარისხსა და თანმიმდევრულობას. მართალია ჩვენი მოდელი ბუტიკურია, თუმცა ის თავიდანვე შექმნილია ზრდისთვის. Communal Sololaki-ის პატარა B&B-სტილიდან დღეს გვაქვს ოთხი სასტუმრო თბილისში, ქუთაისსა და თელავში. ამავდროულად ჩვენი რესტორნების ბრენდები გვიჩვენებენ რეალურ მოთხოვნას ბაზარზე — 2025 წელს Weller გაფართოვდა მეორე და მესამე ლოკაციით. კრეატიული თავისუფლებისა და საოპერაციო ხარისხის თანამიმდევრულობით, ჩვენ შევქმენით მოდელი, რომელიც შესაძლებელს ხდის მდგრად და გონივრულ ზრდას როგორც ქალაქებში, ასევე რეგიონულ ლოკაციებში. Communal Hospitality-ში ხარისხის შენარჩუნება ხდება სწორი მენეჯმენტით, პროფესიული ტრენინგითა და ბრენდის თანმიმდევრული კომუნიკაციით.
მაისი რეგისტრაციის დაწყება
ივნისი რეგისტრაციის დასრულება
ივლისი დაჯილდოების ღონისძიება